გიგი წერეთელი - სამწუხაროა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ

ის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იძლევა ნიადაგს ვიფიქროთ, რომ კანდიდატის სტატუსი არის ძალიან შორს იმ შედეგებიდან გამომდინარე რაც გვაქვს, ეს ნამდვილად ასეა, ოღონდ ვინ არის ამაში დამნაშავე, ამაზე აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ და ისევ სხვისკენ იშვერენ ხელს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი თეა წულუკიანის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე გაკეთებულ განცხადებას.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ არაფრის შეცვლა არ უნდა.

„მაშინ, როდესაც ეს ე.წ. თავდაუზოგავი მუშაობა, რომელსაც თეა წულუკიანი ახსენებს, არის აბსოლუტურად საპირისპირო იმის, რასაც ევროპარლამენტი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ითხოვენ ან რეკომენდაციას გვაძლევენ. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფრის შეცვლა არ უნდა, ის გააგრძელებს ასე ე.წ. „თავდაუზოგავ მუშაობას“ იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ეს სტატუსი, სამწუხარო ამბავია, რომ ჩვენ ამ მომენტში ასეთი ხელისუფლება გვყავს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა