შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს კიმ ჯინ ფიოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის დინამიური და ნაყოფიერი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი და გამოხატეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფებისა და ადმინისტრაციების დონეზე საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე. აგრეთვე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, კულტურის, ვაჭრობის, პირდაპირი ფრენების, ტურიზმის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებებით.

შალვა პაპუაშვილმა, კოლეგას, კორეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანმხლები დელეგაციის მიერ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა