თბილისის მერიის წინ აქცია-პერფომანსი სახელწოდებით „კორუფციის გამოფენა“ გაიმართა

თბილისის მერიის წინ პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პერფომანსი სახელწოდებით „კორუფციის გამოფენა“ მოაწყო. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „კახა კალაძემ თავის მეჯვარეს 16 მილიონის ღირებულების ქონება 1 ლარად გადასცა”, „კახა კალაძემ თავისი ცოლის მეჯვარეს ვაკეში 12 დოლარად მიწა სპორტკომპლექსის ასაშენებლად გადასცა”. ასევე პერფომანსის ორგანიზატორებმა აქციის დროს წარადგინეს ხმოვანი ჩანაწერი: „მეტროსადგურ „გოცირიძეს” მატარებელი გაივლის გაუჩერებლად.”

,,გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრის, ბადრი გრიგალაშვილის თქმით, „კორუფციის გამოფენა“ სისტემურ პრობლემებს სრულად ასახავს.

„სულ ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში ტრაგედია მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, გულმავიწყი ერი ვართ, დაგვიწყდა ის, რომ ამ წუთას კრიმინალები გვმართავენ, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ საქციელზე არ იღებენ. ამ გამოფენით გვინდა ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში სისტემური პრობლემაა. ეს კორუფციული გარიგებები, რომლებიც არის კონკრეტული „ქეისები” იწვევს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება არ არის უსაფრთხო. ეს გვინდა მეტ ადამიანს გავაგებინოთ, იქნებ გამოვიღვიძოთ და ვიგრძნოთ, რომ არ შეიძლება ასეთ მონურ ცხოვრებაში ყოფნა“, - განაცხადა გრიგალაშვილმა.

მოძრაობა „შეცვალეს” წევრის განცხადებით, 10-მდე ორგანიზაცია სამომავლოდ ერთობლივი აქცია-პერფომანსის გამართვას გეგმავს.

„დღეს აქ შევიკრიბეთ და „კორუფციის გამოფენა” მოვაწყეთ. აქ გამოსახულია კახა კალაძის მიერ მოწყობილი კორუფციული ფაქტები და თვითონ მერიის თანამშრომლები. ჩვენ 10-მდე ორგანიზაციები და პარტიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავანახოთ, როგორი მატყუარა ხელისუფლების წარმომადგენელები გვყავს მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა მარიამ შუშანიამ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს