იაგო ხვიჩია - ვინც არ უნდა იდგეს „ქოლ-ცენტრების" უკან, „ქართული ოცნების" სათანადო „კურთხევის“ გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა

ვინც არ უნდა იდგეს „ქოლ-ცენტრების" უკან, „ქართული ოცნების" სათანადო „კურთხევის“ გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა, ამიტომ, ვისაც რა უნდა დააბრალოს "ქართულმა ოცნებამ", პირველი ბრალდებული არის თვითონ ამ ყველაფერში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებებით, დიდი ალბათობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის უკან დავით კეზერაშვილი დგას.

"მე არ ვიცი კეზერაშვილამდე რა მიდის და არა, არ მინდა ვინმეს ცილი დავწამო ისეთ საქმეზე, რაც მე არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ ასეთი ტიპის სისტემური, ორგანიზებული ჯგუფები, როგორიც იყო "ქოლ-ცენტრები", "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების ან მათი ფარული კურთხევის გარეშე ვერ იფუნქციონირებდა, გინდა კეზერაშვილი იყოს მისი მესაკუთრე და ვინც გინდა. ვინც არ უნდა იდგეს "ქოლ- ცენტრების" უკან, "ქართული ოცნების" სათანადო კურთხევის და მხარდაჭერის გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა, ამიტომ ვისაც რა უნდა დააბრალოს "ქართულმა ოცნებამ", პირველი ბრალდებული არის თვითონ ამ ყველაფერში. თავად შოულობდა ფულს ამით თუ თვალს ხუჭავდა, რომ სხვას ეშოვა ფული, რათა მერე, როცა თვითონ დასჭირდებოდა, მაშინ წამოეძახებინა, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ტიპის სქემები ამდენი ადამიანის მონაწილეობით, ამდენი დასაქმებულის და დამსაქმებლების ურთიერთობა ვერ იმუშავებდა ქვეყანაში "ქართული ოცნების" სათანადო კურთხევის გარეშე,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა