„თეგეტა“ ჰოლდინგში საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით „მამაკაცური საუბრები“ მიმდინარეობს

,,თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია აქტიურად ზრუნავს თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებაზე. სამართლიანი და თანაბარუფლებიანი სამუშაო გარემოს საფუძვლიანი დამკვიდრებისთვის, კომპანიაში უკვე რამდენიმე თვეა პროგრამა, სახელწოდებით ,,მამაკაცური საუბრები“ მიმდინარეობს. პროექტს ,,თეგეტა“ „გაეროს მოსახლეობის ფონდთან“ და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-თან ერთად ახორციელებს.

,,თეგეტა“ პირველი კომპანიაა ბიზნესსექტორიდან, სადაც სატრენინგო მოდული მასშტაბური სახით დაინერგა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სისტემური მიდგომა არა ცალკეული თანამშრომლების, არამედ მთელი გუნდის ცნობიერების ამაღლებაზე დადებით გავლენას მოახდენს, რაც თავის მხრივ დასაქმებულთა პროდუქტიულობას შეუწყობს ხელს. სარგებელი კი ჯერ კონკრეტული ბიზნესის საქმიანობაზე, საბოლოოდ კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე აისახება.

,,გენდერულად თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნა ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელიც ,,თეგეტას” კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. უკვე 27 წელია ჩვენი კომპანია ამ პრინციპის ერთგულია. თამამი ნაბიჯების გადადგმას ,,თეგეტაში“ არასოდეს ვერიდებოდით. მიგვაჩნია, რომ პროფესიები სქესის მიხედვით არ იყოფა და გვეამაყება, რომ საქართველოში პირველად, ქალი მექანიკოსები სწორედ ,,თეგეტას“ სერვისცენტრებში მუშაობენ.

თანამშრომლობა გაეროს მოსახლეობის ფონდთან და მსგავსი პროექტების განხორცილება ვფიქრობთ, დაგვეხმარება გავზარდოთ ცნობიერება გენდერული თანასწორობის შესახებ, ხელი შევუწყოთ და მივცეთ მეტი ინფორმაცია ჩვენი გუნდის წევრებს ზოგადად უფლებრივი მდგომარეობის შესახებ’’, - აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კაჭარავა.

პროექტი ,,მამაკაცური საუბრები“, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და კანადელი თეორეტიკოსის, მაიკლ კაუფმანის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას ეფუძნება. პროგრამა ,,თეგეტაში“ ზაფხულში დაიწყო და ყოველთვიურად ტარდება.

მოდულში ჩართვა ნებაყოფლობითია და მას სხვადასხვა პოზიციის თანამშრომელები ესწრებიან. შეხვედრებს საერთაშორისო მოდულის მიხედვით მომზადებული ფასილიტატორები უძღვებიან. სესია დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს. მონაწილეები ღიად განიხილავენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, მონაწილეობენ როლურ თამაშებში და მსჯელობენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე.

ჰოლდინგში უკვე ჩატარებულ ოთხ შეხვედრას მაღალი და შუა რგოლის მენეჯერები ესწრებოდნენ. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ თანამშრომელთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეების და პარტნიორების წრის გაფართოება და იმ ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების შემოკრება, რომლებიც იზიარებენ თანასწორობის და ადამიანის უფლებების ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ სოციალური ცვლილებები მხოლოდ მრავალსექტორული მუშაობით მიიღწევა და სწორედ ამიტომ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. მისასალმებელია დამოკიდებულება და მაღალი მგრძნობელობა, რომელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ იჩენს ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“, - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

პროექტის ფარგლებში, სესიების ჩატარება კამპანიამ „კაცები ზრუნავენ“ უზრუნველყო. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მამაკაცები, რომლებიც ავლენენ მაღალ მგრძნობელობას დისკრიმინაციული ნორმების მიმართ, ხდებიან უკეთესი ლიდერები, თანამშრომლები და მზრუნველები ოჯახის წევრების და გარშემომყოფების მიმართ.

„სემინარი მამაკაცური საუბრები, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდება, მხოლოდ 2022 წელს, სემინარს 800-ზე მეტი კაცი დაესწრო. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თეგეტა პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა სემინარი მისი თანამშრომლებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი. სემინარის დროს კაცები განიხილავენ ისეთ საკითხებს, რაზეც შესაძლოა ყოველდღიურად არ საუბრობენ ან ფიქრობენ, მაგალითად მამის როლი ბავშვის აღზრდაში, საოჯახოო საქმეების გადანაწილება, სტერეოტიპები და მათი დაძლევა. შესაბამისად ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს დაფიქრდნენ თავიანთ ღირებულებებზე და მოსაზრებებზე. ჩვენი ქვეყნის მთავარი რესურსი ადამიანია, შესაბამისად ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია თანასწორი გარემოს არსებობა, სადაც თავისი პოტენციალის რეალიზების ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს“, - აცხადებს ორგანიზაცია ,,კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელი მირიან ჯუღელი.

სესიების ჩატარება ,,თეგეტაში“ მთელი წლის განმავლობაში იგეგმება. თანასწორი სამუშაო გარემოს მეტი ხელშეწყობისათვის ჰოლდინგში შესაბამისი პოლიტიკაა შემუშავებული, რომელსაც კომპანია ეტაპობრივად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ