ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური სამძიმარს უცხადებს ლია მიქაძის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო. ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სახე, რომელიც მთაწმინდის ტელეხედვის სტუდიიდან პირველად მიესალმა საქართველოს და ტელევიზიის დაბადება ახარა. მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და აკადემიური სტილის გამო ხალხმა ის დამსახურებულად შეიყვარა და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას.

ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა