დავით მათიკაშვილი - იმედია, გაზიარებული არ იქნება კუბილიუსების და მსგავსი არაკეთილმოსურნეების გზავნილები და ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს

იმედია, გაზიარებული არ იქნება კუბილიუსების და მსგავსი არაკეთილმოსურნე პირების გზავნილები და ჩვენი ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს ასრულებს.

"ნაციონალური მოძრაობა" და ზოგიერთი მათი მოკავშირე ევროკავშირიდან საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და არა „ქართული ოცნების" მიმართ, თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს ყველა მოთხოვნას, რაც 12 პუნქტიდან გამომდინარეობს, ხოლო სტატუსის მინიჭების საკითხი ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროკომისია იღებს შინაარსობრივ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, აქედან გამომდინარე, კუბილიუსი და ძმანი მისნი რას მოიფიქრებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ და რა ფრაზებს ჩაწერენ დოკუმენტში, მნიშვნელობა არ აქვს. რის საფუძველზე მიიღო ევროკავშირმა გადაწყვეტილება, როცა ომში მყოფ უკრაინას და მოლდოვას, რომელიც ომიდან გამომდინარე იყო უფრო მეტად მოწყვლადი, მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს მიანიჭა პერსპექტივა, ეს კარგად ახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. უკრაინისთვის და ასევე მოლდოვისთვის, რომელიც საომარ ზონასთან ახლოს არის, მილიონობით ლტოლვილია გადასული და მისი ეკონომიკა რეცესიას განიცდის, წახალისება იყო საჭირო, ხოლო საქართველოსთვის შესასრულებელი ვალდებულებები გამოიკვეთა, რომელსაც საქართველო პირნათლად ასრულებს. დანარჩენი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირიდან შესაბამისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საქართველოს მიერ როგორც 12- პუნქტიანი გეგმის, ასევე ასოცირების ვალდებულებების შესრულებასთან, ასევე იმასთან, რომ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი სწორედ ევროპა და ევროკავშირია, იქნება სწორად გააზრებული, გაზიარებული და არ იქნება გაზიარებული კუბილიუსების და მსგავსი არაკეთილმოსირნე პირების გზავნილები", - განაცხასა მათიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა