გიგა ბოკერია თეა წულუკიანის განცხადებაზე - ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის და მისი ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ევროკავშირის მისამართთ გაკეთებული განცხადება გაკრიტიკა და აღნიშნა,რომ „ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის“.

ბოკერია გამოეხმაურა წულუკიანის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მიღებული დოკუმენტი "ნაყოფიერი ნიადაგია" საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად.

ბოკერიას თქმით, ეს დასავლეთისა და ევროპის დემონიზების კიდევ ერთი მაგალითია, თუმცა ამჯერად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, ოღონდ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების პირისგან, ანუ მინისტრისგან, დასავლეთისა და ევროპის, ანუ იმ წიაღის პირდაპირი დემონიზების და ამავდროულად ხალხის უტიფრად მოტყუების.

თუ ასეთია ევროპა და ჩვენს მოკავშირეებს ბოროტი განზრახვა აქვთ, ომი უნდათ და ასე შემდეგ, მაშინ მეორე ხელით რატომ ატყუებენ ხალხს, თითქოს სურთ, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვიყოთ, ზოგადად დასავლეთის, უბრალოდ ევროკავშირის - არა.

არ უნდა მოტყუვდეს არცერთი პატრიოტი მოქალაქე - ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის, მისი ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მიღებული დოკუმენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად "ნაყოფიერი ნიადაგია".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა