პარლამენტში ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს

პარლამენტში ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს.

დელეგაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია "ქართული ოცნების" დეპუტატებთან ერთად შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილეს.

"ნატოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელშიც წარმოდგენილი იყო როგორც ალიანსის საერთაშორისო სამდივნოს თანამშრომლები, ასევე ბრიუსელის შტაბ-ბინაში აკრედიტირებული მოკავშირეების მისიების წარმომადგენლები, საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ხაზგასმით აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რადგან, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა და გამოცდილება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ, ეს იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი. ჩვენ დეტალურად შევეხეთ ყველა მიმართულებას და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც უკვე გადაიდგა და სამომავლოდ იგეგმება ჩვენი მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა