ასლან ბჟანია - თუკი ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან წელიწადში 50 მილიონ დოლარს აღემატება, მაშინ იქ მისი საელჩო იხსნება - ვფიქრობ, მივიღებთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს

თუკი ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან წელიწადში 50 მილიონ დოლარს აღემატება, მაშინ იქ მისი საელჩო იხსნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

„ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. ვფიქრობ, ამ დროისთვის ჩვენ მივიღებთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს", - აღნიშნა ბჟანიამ.

მანვე განაცხადა, რომ ბელრუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა, უზრუნველყოს ოკუპირებული აფხაზეთისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით.

ამასთან, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელმძღვანელობა „ქვეყნის“ სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ყველა საჭირო ზომას იღებს.

მისი თქმით, ეს ზომებია: ორგანიზაციული და საკადრო ხასიათის ღონისძიებები, სამობილიზაციო მზადყოფნის დონის ამაღლება, შეიარაღებული ძალების დამატებითი ტიპის იარაღის მიწოდება და სპეციალური ტექნიკა და ლოჯისტიკა.

მანამდე ბჟანიამ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, შეინარჩუნონ ჯარის სამობილიზაციო მზადყოფნა იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს „ქვეყნის“ უსაფრთხოებასა და დაცვას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს