შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლონეთის საელჩოსა და Polish Aid-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მყვინთავის სპეციალიზებული აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და Polish Aid-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მყვინთავის სპეციალიზებული აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური საშუალებების გადაცემა განხორციელდა პროექტის - „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავთა დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება სპეციალური აღჭურვილობების მიწოდებით“ - ფარგლებში, რომლის მიზანია წყალზე და წყალქვეშ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, სამაშველო ოპერაციების ეფექტურად ჩატარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერა.

სპეციალიზებული აღჭურვილობას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავი მაშველები გამოიყენებენ.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მრავალი წელია თანამშრომლობს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასთან, პოლონეთის დახმარების ფონდსა და საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან. მათივე ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს არაერთხელ უსასყიდლოდ გადმოეცა სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ქართველ მეხანძრე-მაშველებს ხშირად უტარდებათ სწავლება და გადამზადების კურსი პოლონელი ინსტრუქტორების მიერ, როგორც პოლონეთში, ასევე საქართველოში.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს