ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელში პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს სხდომას გაუძღვა

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი და პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელში, პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) აღმასრულებელი კომიტეტის მე-19 შეხვედრას გაუძღვა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი პეტრიაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი, რომელთა შორის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.

„პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროპის სახალხო პარტიის (EPP) და ჩვენსა და სხვა ქვეყნებში მათი პარტნიორი პოლიტიკოსების ინტერესებს არ შეესაბამებოდა, რამაც არსებული შედეგი განაპირობა.

პეტრიაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირებს მოუწოდა, აქტიურად ითანამშრომლონ პარტიებსა და პარტნიორებთან, რათა ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ გადაყვეს ის დამსახურება, რაც საქართველოს დემოკრატიისა და მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით მიუძღვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ნოემბერში, ავსტრალიაში გასამართი პროფკავშირების ყრილობის საკითხი განიხილეს, სადაც პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა, ირაკლი პეტრიაშვილმა ღია მხარდაჭერა ევროპის პროფკავშირების გენერალური მდივანს, ლუკა ვისენტინს გამოუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ლუკა ვისენტინი აღნიშნულ თანამდებობას თავს ღირსეულად გაართმევს, რადგან იგი ლიდერისთვის დამახასიათებელ კომუნიკაციის უნარებს ფლობს, კომპეტენტური და პრინციპულია. ასევე, კარგად იცის რეგიონში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მათვე ცნობით, ირაკლი პეტრიაშვილმა სხდომის პარკის ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ინიციატივაზე, რომელიც საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების სასკოლო წიგნებით უზრუნველყოფას ეხება. უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის შედეგად, 3000-მდე ბავშვი სასკოლო წიგნების გარეშე დარჩა.

„ საქართველოს პროფკავშირებმა ევროპისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით იპოვა გზა, რომ თითოეულმა მათგანმა სწავლა შეუფერხებლად შეძლოს და წინაღობები, რომელიც უკრაინაში ბიუროკრატიითა და სხვა ფაქტორებით არის გამოწვეული ვერ აიძულებს, რომ ბავშვები განათლების გარეშე დარჩნენ.

„პერკის“ პრეზიდენტი ასევე შეეხო ბელორუსში მიმდინარე მოვლენებს. ამ დრომდე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ბელორუსის პროფკავშირების ლიდერი 30-მდე პროფკავშირელ ლიდერთან ერთად ტყვეობაში არიან. პეტრიაშვილმა აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოიყენონ ყველა პლატფორმა იმისთვის, რომ პროფკავშირელი კოლეგები პრეზიდენტ ლუკაშენკოს ტყვეობიდან გათავისუფლდნენ.

გარდა ამისა, სხდომაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პან-ევროპული რეგიონული საბჭოს 2023 წლის სამუშაო გეგმა; შრომის უსაფრთხოების კამპანია; ენერგეტიკა, ეკონომიკა და სოციალური კრიზისი/მშვიდობა; ფინანსური, ქალთა და ახალგაზრდული კომიტეტის ანგარიშები, კონფერენციის შედეგები, ყაზახეთში მიმდინარე პროფკავშირული პროცესები და ა.შ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა