12 -13 ნოემბერს, ფაბრიკაში,  თიბისის მხარდაჭერით, ურბანული არტის ფესტივალი ფაბრიკაფიტი 2022 გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 12 და 13 ნოემბერს ფაბრიკაში ურბანული არტის ფესტივალი ფაბრიკაფიტი 2022 გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალი, ორწლიანი პაუზის შემდეგ, მეხუთედ ჩატარდება და მის ფარგლებში 16 ქართველი არტისტი მოხატავს ფაბრიკის კედლებს.

„თიბისისთვის“ ახალი თაობის ხელოვანების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რასაც ფესტივალი ემსახურება.ფაბრიკაფიტი სხვადასხვა ურბანულ აქტივობას და ქუჩის მხატვრობას მოიცავს. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პანელურ დისკუსიებს ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, ქუჩის მხატვრობის ჭრილში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქუჩის ხელოვნებისა და სკეიტბორდინგის შესახებ. ასევე, ფაბრიკაფიტი 2022-ზე ახალგაზრდა ქართველი გრაფიტი არტისტის, მიშიკო სულაკაურის წიგნის ,,თბილისი კომენტარით" პრეზენტაცია გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე დასწრება უფასოა.

ფაბრიკაფიტი 2022

„თიბისი“ მუდმივად უჭერს მხარს ახალი თაობის განვითარებას და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა