ბსუ-ში ვირჯინიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის კომერციალიზაციის ცენტრის დირექტორმა ტრენინგი ჩაატარა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვირჯინიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის კომერციალიზაციის ცენტრის დირექტორმა, უნივერსიტეტის ვიცე- პრეზიდენტმა რიჩარდ ნადარმა ტრენინგი ჩაატარა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ტრენინგი მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: კვლევის სტრატეგიული დაგეგმვის ჩარჩო დოკუმენტი, ტრანსდისციპლინური, ინტერდისციპლინური, მულტიდისციპლინური კვლევა, კვლევის ზეგავლენა, კვლევის პორტფოლიოს შექმნა.

„პროფესორმა რიჩარდ ნადარმა მსმენელებს გაუზიარა ამერიკული საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებისა და დაფინანსების წყაროების გამოცდილება, ესაუბრა პარტნიორობის შემადგენელ ელემენტებზე, კვლევის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და კომერციალიზაციაზე.

ტრენინგი „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები“ საქართველოში, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებას.

პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება, პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში აშშ-ში გამართული სასწავლო ვიზიტის დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ამერიკულ უნივერსიტეტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის, ტექნოლოგიების გადაცემის, მეწარმეობის ხელშეწყობის მიდგომებს და გაეგოთ მეტი კვლევის კომერციალიზაციის შესახებ. პროექტის მეორე ეტაპი მოიცავდა ამერიკელი ექსპერტების ტრენინგებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა