თბილისის მერმა 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვას საიუბილეო თარიღი მიულოცა

თბილისის მერმა 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვას საიუბილეო თარიღი მიულოცა.

დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა უსურვა და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის.

„მინდა, მოგილოცოთ 100 წლის იუბილე, რომლის უკან დგას თავდაუზოგავი შრომა. ალბათ იყო სირთულეებიც, მაგრამ არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შრომას მოაქვს შედეგი. ეს შედეგი კი თქვენ მიერ აღზრდილი არაერთი თაობაა, რომელთა ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ეკატერინე ბადადგულოვამ თბილისის N118 სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად 50 წელი იმუშავა და დღემდე, 100 წლის ასაკში შვილთაშვილის განათლებაზე ზრუნავს.

როგორც მან თბილისის მერთან საუბრისას განაცხადა, ზარმაცი მოსწავლე არ არსებობს და ყველა ბავშვს აქვს განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობა - მთავარია, პედაგოგმა მასში ეს პოტენციალი დაინახოს.

„მადლობას გიხდით ჩემი დაფასებისთვის, დღეს აქ სტუმრობისთვის. ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მხოლოდ ერთია - უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ადამიანები და საქმე, რომელსაც ემსახურები. ყველას დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ“, - განაცხადა ეკატერინე ბადადგულოვამ.

დედაქალაქის მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან სტუმრად თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა