ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის გამო, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემით - „eCustoms“ სარგებლობა შეიზღუდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, 02:00 საათიდან 07:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის გამო, შეიზღუდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემით - „eCustoms“ სარგებლობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ვერ შესრულდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით განსახორციელებელი საბაჟო ფორმალობები, მათ შორის საქონლის დეკლარირება/გაფორმება და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება/რეგისტრაცია/დადასტურება.

“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს საქონლის გაფორმების პროცედურების და საბაჟო გამშვებ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებების/ტვირთების გადაადგილების დროებით შეფერხება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა