თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და კომიტეტის წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და არმაზ ახვლედიანი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ლეგიონის მეთაურის მოადგილემ, პაატა გიგაურმა კომიტეტის წევრებს, ლეგიონის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ახალგაზრდების სწავლებისა და მომზადების კურსები, საზღვარგარეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან არსებული ურთიერთობები და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. კომიტეტის წევრებმა ლეგიონის მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასეს და ლეგიონთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პარლამენტში მაზნიაშვილის ახალგაზრდულ ლეგიონს ვუმასპინძლეთ, რომელიც მოხალისეობაზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას წარმოადგენს. ლეგიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სამხედრო, სალაშქრო საქმის პოპულარიზაციის, ასევე საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების ხელშეწყობაში. გამორჩეულად ნიჭიერი, პატრიოტი და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არიან წარმოდგენილნი. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს შევეხეთ. ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად მსგავსი ორგანიზაციების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

პარლამენტის ინფორმაციით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ახალგაზრდულ ლეგიონთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი