სამხედროები სურამის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების საჯარო სკოლებში ვიზიტსა და მოსწავლეებთან შეხვედრას აგრძელებენ. პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები სტუმრობენ.

„დაბა სურამის N3 საჯარო სკოლაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე იმყოფებოდა. მაღალი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრაზე, მან საქართველოს თავდაცვის ძალების ამოცანებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციების ნახვისა და ჯარისკაცებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების, ასევე საკუთარი ინტერპრეტაციებისა და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობაც ჰქონდათ”, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, როგორც უწყება განმარტავს, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1301 სკოლაში ვიზიტია დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა