UNESCO-ს პროექტის ფარგლებში, 20 ადგილობრივი ახალგაზრდა, „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მმართველ სტრუქტურაში დასაქმდა

UNESCO-მ „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ პოპულარიზაციის და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 20 ადგილობრივი ახალგაზრდა, უშუალოდ ჩაერთო UNESCO-ს უბნის მართვის პროცესში.

მათივე ცნობით, ახალგაზრდები „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მმართველ სტრუქტურაში დასაქმდნენ, რათა დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას გაეცნონ, დაეხმარონ რეინჯერებს ყოველდღიური მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ბილიკების კეთილმოწყობაში, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაში, ბუნების დაცვა-შენარჩუნებასა და მონიტორინგში.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები თამარ ხახიშვილი და თომა დეკანოიძე კოლხეთის ეროვნულ პარკში, პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ, პროექტის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

როგორც მოხალისეები აღნიშნავენ, UNESCO-ს პროექტი ეხმარებათ, კიდევ უფრო მეტი შეიტყონ დაცული ტერიტორიების შესახებ; ეკოსაგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში კი, ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, 2021 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სტატუსით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია შეემატა. კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები.

პროექტი ხორციელდება UNESCO-ს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო