ადვოკატი - სააკაშვილმა გამოჯანმრთელების ნაცვლად, სავარაუდოდ, ტუბერკულოზი „აიკიდა“- მძიმედაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას, შესაძლოა, ტუბერკულოზი დაუდგინდეს.

როგორც გელბახიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისი ანალიზები სააკაშვილს გუშინ ჩაუტარდა, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუღეს ანალიზები. აინტერესებთ ტუბერკულოზი აქვს თუ არა. ჯერჯერობით კვლევის შედეგი ცნობილი არ არის. სიცხეები აქვს, დაბლა არ უწევს ტემპერატურა, უძრავადაა. ალბათ, ერთი დაავადება კიდევ დაემატა ამ ტუბერკულოზის სახით. 6 თვის წინ როდესაც გადმოიყვანეს, მსგავსი არაფერი სჭირდა. როდესაც ვაყენებდით საკითხს, რომ დიაგნოსტიკა არასწორია და არასწორი მკურნალობა მიდის, იქით გვეჩხუბებოდნენ. ბრალს გვდებდნენ, რომ არასწორ განცხადებებს ვაკეთებდით. ახლა აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, აღმოაჩნდა დაავადება, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. ეს დაავადება მას მკურნალობის პერიოდში შეხვდა. ხომ უნდა აგვიხსნან, ნაცვლად იმისა, რომ მკურნალობის პერიოდში გამოჯანმრთელებულიყო, სავარაუდოდ, ტუბერკულოზი „აიკიდა“. მძიმედაა, ცუდადაა. თავად ვერ გადაადგილდება. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ როცა სახელმწიფოს აღარ შეუძლია, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მიიღოს ზომები, რატომ არ იღებენ?“- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო