საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ავსტრიაში დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს გლობალური გეოპარკის კონცეფციას, მართვისა და ბიზნესმოდელს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს დელეგაციამ სლოვენიის ტერიტორიაზე მდებარე გაუქმებული მინერალების მაღარო (podzemlje pace) დაათვალიერეს, რომელიც ამჟამად გეოლოგიურ მუზეუმს წარმოადგენს და ტრანსსასაზღვრო გეოპარკ კარავანკეკის (ავსტრია და სლოვენია) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

„საქართველოს დელეგაციის, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებიც არიან, ვიზიტი ავსტრიასა და სლოვენიაში დღეს დასრულდა. პროექტი კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს