ნინო თანდილაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე შეხვედრის (COP27) ფარგლებში, ადაპტაციის ფონდის დირექტორს შეხვდა

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე შეხვედრის (COP27) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ადაპტაციის ფონდის დირექტორს, მიკო ოლიკაინენს შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადაპტაციის ფონდი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, რადგან წლების განმავლობაში ამ ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები ჩვენს ქვეყანაში.

„ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა მდ. რიონის აუზში განხორციელებულ პროექტს - „კლიმატზე მორგებული წყალმოვარდნების და წყალდიდობების მართვის მდგრადი პრაქტიკის შემუშავება საქართველოს მოწყვლადი თემების დასაცავად”, რომლის საბოლოო შედეგი იყო კატასტროფების რისკის შემცირება. აღნიშნული პროექტის მაგალითზე საქართველომ შემდგომ შეიმუშავა სრულმასშტაბიანი პროექტი იგივე მიმართულებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადაპტაციის ფონდის მიერ საძოვრების მართვის მიმართულებით დაფინანსებული პროექტის განხორციელების საკითხები და სამომავლო შესაძლებლობები, ინოვაციური პროექტების დაფინანსების ჩათვლით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება