14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება

14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით თბილისში შეხვედრა გაიმართება.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარის რამაზ ყურაშვილის ინფორმაციით, დიაბეტის მსოფლიო დღის 2021-23 წლის თემაა დიაბეტის მოვლის ხელმისაწვდომობა. მისივე თქმით, 2022 წელს კამპანია ფოკუსირებულია ჯანდაცვის პროფესიონალებისა და დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის დიაბეტის მიმართულებით განათლებაზე წვდომის აუცილებლობაზე.

„ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს დიაბეტით 537 მილიონი ზრდასრული ადამიანი (1 10-დან) ცხოვრობდა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 643 მილიონამდე 2030 წლისთვის და 783 მილიონამდე 2045 წლისთვის.

დიაბეტით დაავადებული 2 მოზრდილიდან თითქმის 1 (44%) რჩება დიაგნოზის გარეშე (240 მილიონი). უმეტესობას აქვს ტიპი 2 დიაბეტი.

დიაბეტით დაავადებული 4-დან 3-ზე მეტი ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. 541 მილიონ ზრდასრულ ადამიანს აქვს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი. 1,2 მილიონზე მეტი ბავშვი და მოზარდი (0-19 წელი) ცხოვრობს ტიპი 1 დიაბეტით. 6 ნაყოფიდან 1 ვითარდებოდა (21 მილიონი) ორსულობის დროს დედის ჰიპერგლიკემიის ფონზე. 2021 წელს შაქრიანი დიაბეტის შედეგად დაიღუპა 6,7 მილიონი ადამიანი.

მსოფლიო დიაბეტის დღეს მსოფლიო 1991 წლიდან აღნიშნავს, საქართველოში კი 1992 წლიდან აღინიშნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ