თბილისში ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, 2018-2022 წლებში, 9573 ფიზიკური და 954 იურიდიული პირი დაჯარიმდა

2018-2022 წლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, ჯამში, 4 446 623 ლარის ჯარიმა გამოიწერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში 1612 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, რის მიხედვითაც, ჯარიმის ოდენობამ 1 029 320 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2018-2021 წლებს, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის თანახმად, ჯამში, დაჯარიმებულია 9573 ფიზიკური პირი, 954 იურიდიული პირი, გამოწერილია 10 624 ოქმი, ხოლო საჯარიმო თანხის ოდენობამ ჯამში, 3 417 303 ლარი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, 2018-2021 წლებში, თბილისში, მუნიციპალური ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ჯამში, 7 659 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ჯამში, 2915 ოქმი; ხოლო სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის - 50 ოქმი. საჯარიმო თანხის ოდენობამ 2018-21 წლებში 3 417 303 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან ჰქონდა გამოთხოვილი ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დარღვევების განმეორების შემთხვევებზე, ასევე, კონკრეტულად რომელი ადგილების დაბინძურებისთვის არის ყველაზე მეტი საჯარიმო ოქმი გამოწერილი და რა პერიოდულობით შემოწმების ვალდებულება აქვს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თუმცა, უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციით, მსგავსი სახის სტატისტიკა მუნიციპალიტეტს არ უწარმოებია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა