შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე ქუთაისში, შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდნენ

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია ქუთაისში, შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდნენ, სადაც სფეროში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებსაც, კერძოდ ორ ახლად მიღებულ რეგლამენტს, რომელიც გულისხმობს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს.

„ახალი რეგულაციები ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში იქნა მიღებული.

რეგლამენტი არეგულირებს შედეგ საკითხებს: შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე, სახანძრო უსაფრთხოება, საევაკუაციო გზები და გასასვლელები, საფრთხის შემცველი ადგილები, ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია.

რეგლამენტით ასევე დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის.

შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა და მას სხვადასხვა კერძო კომპანიის 50-მდე შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ესწრებოდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს