სატყეო განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სატყეო განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სატყეო მიმართულებით უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მათივე განმარტებით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გახსნეს.

„საქართველოს ტყე განსაკუთრებული ეროვნული ფასეულობაა და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ჩამოვაყალიბოთ ტყის მდგრადი მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებას და რესურსების რაციონალურ გადანაწილებას. ამ მიზნების მისაღწევად კი, აუცილებელია მაღალკვალიფიციური, დარგის მცოდნე კადრების არსებობა და მასშტაბური სამეცნიერო კვლევების ჩატარება”, -განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და „ეკო-ჯორჯიას“ პროექტის დირექტორი ლუც იარჩინსკი ესწრებოდნენ.

„შეხვედრა ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - ECO.Georgia-ს მხარდაჭერით გაიმართა. პროექტი ECO.Georgia დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოს, გერმანიის და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ამავდროულად პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი