თავდაცვის კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის დამატებას მხარი დაუჭირა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის დამატებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი დეპუტატი, თეონა აქუბარდია იყო.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

როგორც მთავრობა განმარტავს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისთვის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში და უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მუდმივი წევრის სტატუსით მონაწილეობა არსებითად მნიშვნელოვანია.

„აღნიშნულ პროცესში თანადროული ჩართულობა სამსახურის სისტემას მეტად აუმაღლებს დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სტრატეგიულ დონეზე მზადყოფნის დონეს, მისცემს მეტ შესაძლებლობას შესაძლო საფრთხეების წინმსწრები ანალიზისა და რეაგირებისთვის, ასევე აამაღლებს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისა და ურთიერთკოორდინაციის ხარისხს“, - აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში.

დღეს მოქმედი კანონით, საბჭოს მუდმივი წევრები არიან - პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა