კახა კალაძე - დედაქალაქში გვაქვს დაახლოებით 12 პრობლემური კვანძი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და ამასაც მივხედავთ

პირველი დერეფანი, რომელიც იკვრება, არის ჭავჭავაძე - მელიქიშვილი - რუსთაველის რეაბილიტაცია. ამ ყველაფერს ქეთევან წამებულის გამზირი ემატება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ქალაქში 12 პრობლემური კვანძია, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, თუმცა ამ სამუშაოების ერთდროულად განხორციელება ვერ ხერხდება, რადგან დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები იქმნება.

„წელს ჩავატარეთ ორი გამზირის განახლება - მელიქიშვილი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მალე იქნება დამთავრებული. ასევე ქეთევან დედოფლის გამზირი და მომავალ წელს ვგეგმავთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია-განახლებას, რომელიც ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია სატრანსპორტო მიმართულებით. გარდა ამისა, ბევრჯერ ვისაუბრე იმაზე, რომ დედაქალაქში გვაქვს დაახლოებით 12 პრობლემური კვანძი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და ამასაც მივხედავთ. ერთი პრობლემა ისაა, რომ ამ სამუშაოებს ერთად ვერ ვიწყებთ, რადგან გარკვეული პრობლემები იქმნება დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს