საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გუდაურის გგს-ში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გუდაურის გგს-ში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს, რის გამოც, დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 16 ნოემბერს გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებს. კერძოდ, 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზაქანი, სეთურები, ჯაღმიანი. აღნიშნული შეზღუდვა ასევე შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმლისციხესა და გუდაურის მომსახურე პერსონალის დასახლებას.

გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა