ფინანსთა მინისტრი - სადაც ყველაზე იაფად ნახულობენ შესაძლებლობას, რომ იმპორტი განახორციელონ, ბუნებრივია, კომერციული ოპერატორები ამას ახორციელებენ

კონკრეტული სახის საწვავთან მიმართებაში ნაწილობრივ იმპორტი არის, როგორც რუსეთიდან, ასევე სხვა სახის საწვავთან მიმართებაში არის ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. შესაბამისად, ჩვენ თუ ვსაუბრობთ სამართლებრივ ჩარჩოზე, სანამ დაშვებული და ლეგალურია კონკრეტული ქვეყნიდან კონკრეტული საქონლის იმპორტი, ამას კერძო სექტორი ახორციელებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციებთან მიმართებით, ამ მხრივ აქვს თუ არა მთავრობას რაიმე სამოქმედო გეგმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია დივერსიფიცირებაზე და დივერსიფიცირების შესაძლებლობაზე, ალბათ, პირველ რიგში, საუბარია ისეთ პროდუქტებზე, რომლებზეც თეორიულად შეიძლება დეფიციტი არსებობდეს.

„ნავთობპროდუქტი ასეთი საქონელი არ არის, რომელზეც შესაძლოა დეფიციტი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მწარმოებელი ჰყავს, ძალიან ბევრი იმპორტიორი, ექსპორტიორი არსებობს კონკრეტულად საწვავთან მიმართებაში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული ადგილიდან შემოიტანოს ესა თუ ის საწვავი, მათი მოტივაცია მხოლოდ ფასია. სადაც ყველაზე იაფად ნახულობენ შესაძლებლობას, რომ იმპორტი განახორციელონ, ბუნებრივია, კომერციული ოპერატორები ამას ახორციელებენ. შესაბამისად, ამ მიმართულებით დივერსიფიკაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს პროდუქტი არ არის ის პროდუქტი, რომლის ნახვაც სხვა ბაზრებზე რთულად შესაძლებელია და ასეც ხდება. ანუ არ არის ის, რომ 100%-ით რომელიმე ბაზარზე ვიყოთ დამოკიდებული საწვავთან მიმართებაში. მეორეს მხრივ, ამ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორებისთვის განმსაზღვრელი არის საწვავის ფასი და აქედან გამომდინარე, იღებენ იმ გადაწყვეტილებას რაზეც საუბრობთ. ამ შემთხვევაში, ნაწილობრივ არის კონკრეტული სახის საწვავთან მიმართებაში იმპორტი, როგორც რუსეთიდან ასევე სხვა სახის საწვავთან მიმართებაში არის ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. შესაბამისად, ჩვენ თუ ვსაუბრობთ სამართლებრივ ჩარჩოზე, სანამ დაშვებული და ლეგალურია კონკრეტული ქვეყნიდან კონკრეტული საქონლის იმპორტი, ამას კერძო სექტორი ახორციელებს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა