პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სკოლის მოსწავლეებისთვის ბლოგების კონკურსს აცხადებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სკოლის მოსწავლეებისთვის ბლოგების კონკურსს აცხადებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, კონკურში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის.

,,არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი იცით თუ არა პერსონალურ მონაცემების ან ჩვენი სამსახურის შესახებ, დაინტერესების შემთხვევაში დეტალურ ინფორმაციას ჩვენს საიტზეც იპოვით. მთავარია, გესმოდეთ რომ თქვენი და სხვისი პირადი მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია. მათი ხელშეუხებლობა კი თქვენი უფლებაა. ამ უფლების დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენი და თქვენი თანატოლების ფსიქიკას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. ამიტომ, ყოველთვის და ყველგან, სკოლაში თუ სხვა სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ფართოდ გახელილი თვალებით უნდა აკვირდებოდეთ და ინტერესდებოდეთ, ვინ და რატომ, რა მიზნით გთხოვთ პერსონალურ ინფორმაციას და შემდეგ როგორ იცავს მათ“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ კონკურსის ანოტაციაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ბლოგები წარმოდგენილი სათაურის „მე, ჩემი პერსონალური მონაცემები და ფართოდ გახელილი თვალები“ შესაბამისად უნდა დაწერონ და მეილზე @blogs@pdps.ge დღეიდან 27 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ.

დამატებითი ინფორმაცია:

რა უნდა გაითვალისწინოთ ბლოგის დაწერისას?

პირველ რიგში ბლოგის დაწერისას უნდა გახსოვდეთ, რომ არ აცდეთ საკონკურსო თემას.

ტექსტი მინიმუმს 500 და არაუმეტეს 800 სიტყვას უნდა შეიცავდეს და word-ის ან PDf- ფორმატში იყოს აწყობილი;

ბლოგი უნდა დაიწეროს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;

ტექსტი უნდა იყოს მარტივი, გამართული და გასაგები;

მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს;

თუ ნამუშევარში გამოიყენებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენს პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო, ამასთან, უნდა დაიცვათ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები და შესაბამისი ციტირების სტანდარტები.

ნამუშევრებს განიხილავს და შეაფასებს სპეციალურად შერჩეული ჟიური.

ნამუშევრების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ ნაშრომებს, რომლებიც იქნება:

წარმოდგენილ თემატიკასთან მეტად შესაბამისი:

შინაარსობრივად მარტივად გადმოცემული:

სტილისტურად გამართული:

ორიგინალური სტილით გადმოცემული.

გამარჯვებულ ნაშრომებს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს და ავტორებს 10 დეკემბრის - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დააჯილდოებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა