ირაკლი ლექვინაძე მოლდოვას კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ მოლდოვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარესთან ალექსეი გერთეშუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ამას გარდა, ირაკლი ლექვინაძემ და ალექსეი გერთეშუმ, 16-17 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების" მიმდინარეობა განიხილეს.

კონფერენციას, რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება, 200-მდე მონაწილე და 20 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. მათ შორის, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ბიზნეს, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წევრები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა