ანონსი  15 ნოემბერი

15 ნოემბერს, 10:00 საათიდან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ ითხვისის მოსახლეობა აქციას გამართავს და სახელმწიფოსგან რეაგირებას მოითხოვს.

საკონტაქტო: ზურაბ გოგატიშვილი 551 73 32 22

15 ნოემბერს, 10:30 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, დუშეთში ისტორიული მემკვიდრეობის განადგურების თაობაზე განცხადებას გააკეთებენ და მინისტრს წერილობით მიმართავენ.

მის: ალ. ყაზბეგის N16

საკონტაქტო პირი: ლაშა ფარულავა 577 148 118

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტი უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლებს.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი.

(B კორპუსი, 0 სართული).

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" წარმომადგენლების, თამარ ღუღუნიშვილისა და დავით ბალავაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „უახლესი სტატისტიკა ბინებში, გაზის შიდა ქსელის შემოწმებისას აღმოჩენილ დარღვევებზე. თბილისის უბნები, სადაც სპეციალისტებმა გაზის ყველაზე მეტი კუსტარული დანადგარი ჩახსნეს.

ზამთრის სეზონის გამოწვევები - რა უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი აირის მოხმარებისას უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდება.

თემა: „შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები და 2021 წელს გამოვლენილი დარღვევები“.

მის: თელავის ქ. #20

საკონტაქტო პირი: ცირა იობაშვილი, 598 544 415

15 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

(B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, ასოციაცია „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართება.

თემა: „უნაყოფობის მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები“

კონფერენციას დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, რეპროდუქციული კლინიკების წამყვანი სპეციალისტები და სფეროს ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

საკონტაქტო: თამარ ქაჩლიშვილი 557 63 93 98

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ცხვარიჭამიაში, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 ნოემბერს, 13:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის სასახლეში, მასპინძლობს ბოლნისელ და თბილისელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს

ადგილი: კინოდარბაზი

(A კორპუსი, -1 სართული)

15 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: პავლე ინგოროყვას 7

15 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი საჯარო-კერძო დიალოგი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

15 ნოემბრს, 15:55 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ევროკავშირის კომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორის, ემილ ავდალიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო : 599212123

მის: გუდიაშვილის #7, (პირველი სართული).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა