თსუ-ს სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეწვია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, თსუ-ში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ სომხეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საუკუნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არმენოლოგიის კათედრის ჩამოყალიბებაზე. მისი თქმით, უნივერსიტეტის მესვეურთ მაშინაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ამ დარგის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამით საფუძველი დაედო არმენოლოგიის სამეცნიერო შესწავლას საქართველოში.

საუბრის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის გაძლიერებასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არმენოლოგიის მიმართულების მხარდაჭერაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა