„საქართველოს ბანკმა“ 100 %-იანი გრანტის მფლობელ 4 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

„საქართველოს ბანკმა” ოთხ სტუდენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასება მიიღეს, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

შალვა წერეთელი, ნინო ჩოჩიშვილი, ანა ქარჩავა, მათე გეგუჩაძე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ის სტუდენტები არიან, ვინც მაღალი შედეგები აჩვენეს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

სტიპენდიატები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ISET-ის საბაკალავრო ეკონომიკური პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე სწავლობენ.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ და მომავალშიც კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას. რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს