შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილი 83 კილოა, რაც მისთვის კატასტროფაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ადვოკატებს რამდენიმე წუთში გადასცემენ სააკაშვილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლების შედეგებს.

როგორც მან, სააკაშვილის მონახულების შემდეგ „ვივამედში“ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი „ვივამედში“ დღეს შეიკრიბება.

მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ, დღეს უნდა გაიმართოს კონსილიუმი. დილით უთხრეს, რომ დღეს შედგება.

რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც რესპუბლიკურ კლინიკაში ჩაუტარდა, რამდენიმე წუთში გადმოგვეცემა და ამერიკელ ექსპერტთან გადავაგზავნით. ჯერ კვლევა არ გვინახავს. 83 კილოა, რაც მისთვის კატასტროფაა. ვთხოვე, რომ ყოველდღე მოხდეს წონის გასინჯვა“, - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო