საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები დასკვნით ინსპექტირებაზე ბაკურიანში იმყოფებოდნენ. მათი მიზანი იყო შეეფასებინათ, როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საორგანიზაციო საკითხები. აღნიშნულ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა.

საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. 2023 წლამდე კი ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინსპექტირებას უწევს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS).

მთის ტრასების სააგენტოს განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში 2022 წელს დიდველისა და მიტარბის არეალში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრა. დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში კი აქტიურად მიმდინარეობს 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, დასკვნით ინსპექტირებაზე ბაკურიანში იმყოფებოდნენ რათა შეეფასებინათ, როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საორგანიზაცო საკითხები.

„ფინალური ინსპექცია აქ ბაკურიანში, რომელიც FIS-ის მიერ განხორციელდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ახალი მშენებლობები, ინფრასტრუქტურა, უზარმაზარი ტბა 200 000 კუბური მეტრი წყლის მოცულობა , სამუშაოები საუკეთესოდ არის შესრულებული. ახლა კი ველოდებით თებერვალს, იმისთვის რომ სრული სურათი დავინახოთ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვუზრუნველყობთ ბაკურიანში დაგეგმილი ღონისძიების საუკეთესოდ ჩატარებას.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ დადებითად შეფასდა ჩვენ მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურა. დასრულდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა, აქტიურად მიმდინარეობს გათოვლიანების 29-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. დასრულებულია 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

„ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საბოლოო ინსპექცია ჩაგვიტარა, როგორც ორგანიზაციულ ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. დადებითად შეაფასა ჩვენი მუშაობა და იმედს ვიტოვებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ“, - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა