კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომერციული მედიაციისა და ბიზნეს სამართლის თემაზე ტრენინგი გაიმართა

7-11 ნოემბერს, კომერციული მედიაციისა და ბიზნეს სამართლის თემატიკაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრენინგი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში, მედიაციით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედიაციის არსი, მედიატორის როლი, მედიაციის ეტაპები, მედიაციის პროცესის წარმართვის თავისებურებები და მედიატორის უნარ-ჩვევები.

„ასევე, პრაქტიკოსი ადვოკატების მიერ განხილული იყო, წარმომადგენლის როლის მნიშვნელობა მედიაციის პროცესში. ტრენინგი, სასამართლო და კერძო მედიაციაზე საუბრის გარდა, დაეთმო სანოტარო მედიაციის თავისებურებებსა და მისი პრაქტიკის განხილვას. მოეწყო დისკუსია იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რაც მედიაციის ინსტიტუტის მოქალაქეების მიერ აქტიურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. ბიზნესის სამართლის ნაწილში მომხსენებლების მიერ განხილული იყო, ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი შემთხვევები, რომელიც მედიაციით დავის გადაწყვეტას ემსახურებოდა. დასკვნით ეტაპზე მოეწყო იმიტირებული მედიაციის როლური თამაშები.

ტრენინგებს უძღვებოდნენ: სამართლის დოქტორი, CIU-ის პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე; სამართლის დოქტორი, CIU-ის პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი, ზვიად გაბისონია; სამართლის დოქტორი, CIU-ის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი, პარტნიორი და ადვოკატი, როინ მიგრიაული; სამართლის დოქტორი, CIU-ის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის იურისტი, ადვოკატი, მედიატორი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარი, ნინო ხარიტონაშვილი; სამართლის დოქტორი, CIU-ის ასისტენტ-პროფესორი, „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრი, ადვოკატი, ანა გურიელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა