დავით მათიკაშვილი - კეზერაშვილის მიმართ უმძიმესი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, რა პასუხი უნდა გასცენ გაძარცულ ევროპელ პენსიონერებს ევროპარლამენტარების იმ ნაწილმა, რომელმაც მას მედიამენეჯერი უწოდა?

დავით კეზერაშვილის მიმართ უმძიმესი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, საინტერესოა, რა პასუხი უნდა გასცენ გაძარცულ ევროპელ პენსიონერებსა და ქოლცენტრების აფერისტობით დაზარალებულ სხვა ასი ათასობით ევროპელ მოქალაქეს ევროპარლამენტარების იმ ნაწილმა, რომელმაც ოლიგარქ დავით კეზერაშვილს დევნილი მედიამენეჯერი უწოდა, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენაში მხილებულ მიხეილ სააკაშვილს - პოლიტპატიმარი, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მათიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ “ქოლცენტრების“ საქმეზე “ნაციონალური მოძრაობა“ და პროპაგანდისტული მედია საზოგადოებისთვის თავ-გზის აბნევასა და ისრების ხელისუფლებისკენ გადატანას ცდილობდა“.

“რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რვა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის საქართველოში წარმოებულმა გამოძიებამ და მის ფარგლებში მიმდინარე საპროცესო მოქმედებებმა, სადაც 300 ქართველი და 60 გერმანელი სამართალდამცავი მონაწილეობდა, საერთაშორისო თაღლითური სქემა გახსნილად გამოაცხადა - პარტნიორი ქვეყნების პროკურორებმა ე.წ. “ქოლცენტრების“ საქმეზე ფარდა ახადეს საერთაშორისო აფიორას, რომლის შედეგად მხოლოდ გერმანიაში ათასობით პენსიონერმა დაუჯერა აფერისტებს და საკუთარი დანაზოგი არარსებული შემოსვლის ან პროდუქტის მისაღებად გადარიცხა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის და მის ოჯახთან დაახლოებული პირის კუთვნილ ქონებაში, თბილისის პრესტიჟულ უბნებში გახსნილი ე.წ. ქოლცენტრებში რეალიზდებოდა დანაშაულებრივი განზრახვა და გერმანელი და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქე პენსიონერები იძარცვებოდნენ. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა როგორც უკვე ღიად აცხადებენ 21 ქვეყნის საერთაშორისო ჟურნალისტები, კვალი შესაძლოა, ოლიგარქ კეზერაშვილამდე მიდიოდეს.

ეს ის დავით კეზერაშვილია, რომელმაც მცირე ხნის წინ წერილი გამოაქვეყნა და საჯაროდ აღიარა საკუთარი ოლიგარქობა, კერძოდ ის, რომ იგი ფლობს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალების დაფინანსებისათვის საკმარისზე მეტ თანხებს და აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რუპორ მედიასაშუალებას. აქვე აღსანიშნავია რომ დავით კეზერაშვილს უწოდებს ოლიგარქს - ვციტირებ “მოოლიგარქო პირს“ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

ცოტა ისტორიაც, 2005 წლის დავით კეზერაშვილის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მისი მატერიალური შესაძლებლობები ძირითადად მშობლების მიერ ნაჩუქარი ქონებით შემოიფარგლებოდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უდიდესი ტრაგედიის ფონზე, რომელსაც უამრავი მსხვერპლი, ნგრევა და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია, თავდაცვის მინისტრობიდან გადამდგარი კეზერაშვილი მყისიერად ხდება მრავალმილიონიანი აქტივის მქონე კომპანიის მეწილე, მანამდე კი დაუნდობლად იძარცვება ქართული ჯარი. მოგვიანებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით კეზერაშვილს უდასტურდება ქართული ჯარის ძარცვის ფაქტი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა