ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის - ჩვენმა ქვეყანამ ანალოგიური ასეთი ომი, მართალია სხვა მასშტაბით, თუმცა 2008 წელს გამოსცადა

უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა ხელისუფლება გონივრული პოლიტიკით და ამავდროულად, პრინციპულობით ახერხებს შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა.

„ევროკავშირი აქტიურად გვეხმარება ეკონომიკის განვითარების საქმეში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული ჩართულობა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან დინამიური, ძალიან ძლიერი პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ურთიერთობები დამყარებულია ჩვენს საერთო ფასეულობებზე და ინტერესებზე. დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა, ბუნებრივია, უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამ ანალოგიური ასეთი ომი, მართალია სხვა მასშტაბით, თუმცა 2008 წელს გამოსცადა და მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იქნა აღდგენილი პანდემიის შემდეგ. ჩვენ შარშან სწორი ნაბიჯები გადავდგით, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელსაც მიუხედავად გამოწვევებისა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა სულ რაღაც 9 თვეში. თქვენ თავად ნახავთ, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, მთელი ინდუსტრია და ბიზნეს სექტორი არის გააქტიურებული. ამიტომ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას. ეს არის ის ერთადერთი გამონაკლისი მას შემდეგ რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ეს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით და ამავდროულად ჩვენი პრინციპულობით, მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ხალხის ინტერესებში და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, რომ გვქონდეს მაქსიმალური მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან ცუცქირიძე - ყველაფერზე მანტრასავით გამეორება - „აბა ომი გინდათ?“, სინამდვილეში ევფემიზმია და „მე რუსეთთან მინდას“ ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება
მოასწარი დეკემბერი - სამომხმარებლო სესხზე „ლიბერთის“ ახალი აქცია დაიწყო
„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს