ოლივერ ვარჰეი - 3,9 მილიარდი ევრო საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში მოდის - იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როცა ჩამოვალ, უკეთეს შედეგებსაც დავინახავთ

3,9 მილიარდი ევრო საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში მოდის -მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროექტების უკვე დაიწყო და იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როცა ჩამოვალ, უკეთეს შედეგებსაც დავინახავთ,- ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორობის ერთ-ერთი მიზანია, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო გამძლე გახდეს.

„ბატონმა პრემიერმა ბრძანა და დაიწყო განმარტება იმ დღის წესრიგისა, რომელიც ჩვენ ამ მიზნის განმავლობაში გაგვაჩნია, ის თუ საქართველოში როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და ჩვენი პარტნიორობა ეკონომიკის სფეროში, რათა საქართველოს ეკონომიკა უფრო გამძლე გახდეს. ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, საიმისო გეგმა ხორციელდება. წინა ჯერზე, რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3,9 მილიარდი ევრო საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში მოდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიხარია, რომ ვამბობ და ვხედავ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროექტებზე უკვე დაიწყო და იმედი მაქვს შემდეგ ჯერზე როცა ჩამოვალ, უკეთეს შედეგებსაც დავინახავთ“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა