ირაკლი ლექვინაძე UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ტერესა მორეირას შეხვდა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ტერესა მორეირას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ და ტერესა მორეირამ უწყებების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.

„ასევე, კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და მიღებული შედეგები განიხილეს. გარდა ამისა, მხარეებმა მომხმარებლის უფლებების მიმართულებით დაგეგმილ სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და UNCTAD-ს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმა დაისახა. ტერესა მორეირამ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დასახმარებლად მზაობა გამოთქვა.

16 ნოემბერს, ტერესა მორეირა კონფერენციაზე „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მოხსენებით: „კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების გავლენა კეთილდღეობასა და განვითარებაზე“ წარდგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო