ახსარ ჯიოევი - ჩვენ არ გვაქვს დარეგულირებული საქართველოსთან ურთიერთობა და ეს მიმართულება, ბუნებრივია, გვაწუხებს

რუსეთი, როგორც პასუხისმგებელი პარტნიორი, ასრულებს და კვლავაც შეასრულებს უსაფრთხოების, ასევე, "სამხრეთ ოსეთის" სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში აღებულ საკუთარ ვალდებულებებს, - „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს დარეგულირებული საქართველოსთან ურთიერთობა და ეს მიმართულება, ბუნებრივია, გვაწუხებს. ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით მსოფლიოში, ჩვენი სამხრეთის საზღვრის უსაფრთხოება ჩვენთვის აქტუალურია. სერგეი ლავროვმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, სრულად ასრულებს და კვლავაც შეასრულებს საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით, კერძოდ, უსაფრთხოების საკითხში, "სამხრეთ ოსეთის" სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით და სხვა საკითხებში“, - აღნიშნა ჯიოევმა.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთთან დიდი ხანია, მჭიდრო ურთიერთობა აქვს, "მათ შორის არსებობს სოლიდური საშეთანხმებო-სამართლებრივი ბაზა, რომელიც გეგმაზომიერად ფართოვდება, ივსება რეალური შინაარსით და მომავალშიც განვითარდება".

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს