ანონსი  16 ნოემბერი

16 ნოემბერს, 10:00 საათზე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით და ინიციატივით „თანასწორობის კვირეულის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან: ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, სტეფან სირბუ, პარლამენტის წევრი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი რიინა კალიურანდი.

მის: რესპუბლიკის მოედანი #6 ( „რესპუბლიკა" ).

16 ნოემბერს, 10:00 საათზე, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორები კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არიან.

ღონისძიებას სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო, აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან.

მის: თელავის ქ. 20 (სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი").

საკონტაქტო: 577 25 55 15

16 ნოემბერს, 10:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო პირი: თაკო მექვაბიშვილი 555382204

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, ღირსეული შრომის პლატფორმა გამართავს საჯარო დისკუსიას.

თემა: „შრომა კულტურის მიღმა - დისკუსია კულტურის სექტორში დასაქმებულ პირთა უკანონო გათავისუფლებების შესახებ“.

მის: მეფე სოლომონ ბრძენის ქ.33, კულტურული მემკვიდრეობის რესურსების ცენტრი.

საკონტაქტო: ეთო გვრიტიშვილი - 555 205 203;

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ბრიტანელი დოკუმენტალისტი, ღვთისმეტყველი, ანტისაბჭოთა მოღვაწე დევიდ გორდონ ჰეთევეი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და ახალ სპორტის სასახლეში 16-18 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიება. ტოლერანტობისა და რწმენის თანხვედრა და მისი მნიშვნელობა ადამიანისთვის“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 ნოემბერს, 11:20 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში „მის უკრაინა 2007“, ლიკა რომანი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და ახალ სპორტის სასახლეში 16-18 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიება."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

16 ნოემბერს, 12:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის (RISS) ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას გახსნის დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და უსაფრთხოების ექსპერტები დაესწრებიან.

საკონტაქტო: 595 330 150

16 ნოემბერს, 13:00 საათზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს სახარების რწმენის ეკლესია უმასპინძლებს.

მის: გიორგი ერისთავის ქ. N 1

საკონტაქტო პირი: დავით ბერიძე 599 209 999

16 ნოემბერს, 14:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს სახალხო დამცველი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

შეხვედრაზე განხილული იქნება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა. ასევე გაიმართება ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოება და ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის ნამუშევრების გამოფენა.

16 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს რელიგიური გაერთიანებები ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ.

მის: უნივერსიტეტის ქუჩა 15ა (თბილისი არენა)

16 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, სისაკ გაბრიელიანის და კომიტეტების წევრების შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, ოთახი N307)

16 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ედუარდ აღაჯანიანის და კომიტეტების წევრების შეხვედრა გაიმართება.

კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, ოთახი N304)

16 ნოემბერს, 19:20 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ედუარდ აღაჯანიანის ერთობლივი განცხადება პრესისთვის.

A კორპუსი, III სართულის ფოიე.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან:

09:40 საათზე - შეხვედრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ოთახი: მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, ოთახი 410);

10:20 საათზე - შეხვედრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ოთახი: მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, ოთახი 410)

11:00 საათზე - შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან .

შეხვედრის ოთახი: თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, მეორე სართული)

12:00 საათზე - შეხვედრა ფრაქციის „ქართული ოცნება“ წარმომადგენლებთან

შეხვედრის ოთახი: მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, ოთახი 410)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს