საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნონა მამულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, 16 ნოემბრის სხდომაზე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნონა მამულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. საკითხი სავარაუდოდ, ამავე დღეს გავა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელად.

მამულაშვილი პარლამენტიდან და ასევე პარტიიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

როგორც მამულაშვილმა განმარტა, მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მისი შეფასებით, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან, ხოლო სისტემური პრობლემები სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ნონა მამულაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია გაუქმებულია. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ მეოთხე მანდატს, საპარლამენტო ოპოზიცია კი ჯამში რვა მანდატს კარგავს.

პარლამენტში ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, ლევან ვარშალომიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს. მათი მანდატები გაუქმებულია. ნონა მამულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი მანდატიც გაუქმდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს