საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს დაღუპული სტუდენტის, საბა გრიგალაშვილის ოჯახს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმარს უცხადებენ 13 ნოემბერს, ქალაქ ხაშურში ტრაგიკულად დაღუპული მეორე კურსის სტუდენტის, საბა გრიგალაშვილის ოჯახს.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, მიმდინარე წელს კიდევ ერთი უმძიმესი დანაკლისი განიცადა. ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ ხაშურის მკვიდრი, 19 წლის ახალგაზრდა, უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი - გულისხმიერებითა და სიკეთით აღსავსე საბა გრიგალაშვილი. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა სხვისი სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, რაც საბედისწერო შედეგით დასრულდა. სამძიმარს ვუცხადებთ საბა გრიგალაშვილის ოჯახს, ჩვენი სტუდენტის სახელს კი მოუშუშებელ იარად ვიტოვებთ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა