ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „კუდების გამობმის“ ნაცვლად, პოლიტიკოსები ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილებზე უნდა კონცენტრირდნენ

კეთილგანწყობილი აქტორები ხელისუფლებას ამყოფებენ ფორმაში, მოითხოვენ, რომ ყოველ ჩამოსვლაზე რაღაც წინგადადგმული ნაბიჯი აჩვენონ, - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ევროკომისრის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რაც უფრო მეტი ვიზიტი განხორციელდება საქართველოში ევროკავშირიდან მხოლოდ და მხოლოდ კარგია.

„რაც უფრო მეტი მაღალი დონის ვიზიტი იქნება და ინტენსიურად იქნება ვიზიტები, ევროკავშირიდან, წევრი სახელმწიფოებიდან, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს ყოველი ფეხის ნაბიჯზე, რომ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი აქტორები მას ამყოფებენ ფორმაში, მოითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ ყოველ ჩამოსვლაზე რაღაც წინგადადგმული ნაბიჯი აჩვენონ. ეს მაინც და მაინც თავმოსაწონებელი მდგომარეობა არაა და ეს ეტყობოდა დღევანდელ გაცხადებებს, მათ შორის ხელისუფლებისას, ამიტომ რაც მეტი და რაც ინტენსიური იქნება ჩამოსვლები და ვიზიტები, მე ამას მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „კუდების გამობმის“ ნაცვლად პოლიტიკოსები ოლივერ ვარჰეის გზავნილებზე უნდა კონცენტრირდნენ.

„რაღაც კუდების გამობმის ნაცვლად მე ვფიქრობ, რომ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც ამ კაცმა თქვა. მან თქვა, რომ ვენეციის კომისიაში უნდა იყოს გაგზავნილი და უნდა იყოს რეალური, სიღრმისეული რეფორმები, რაც თვალთმაქცურ და ზედაპირულ ცვლილებებს არ გულისხმობს და ასევე მან თქვა, რომ ეს ცვლილებები მარტო ფურცელზე კი არ უნდა დაიწეროს, ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ პრაქტიკაში მათ მოაქვთ ის შედეგი, რაც მოაზრებულია თორმეტ რეკომენდაციაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა