„თიბისი“ GITI-ს რიგით მე-12 კონფერენციის მხარდამჭერია

„თიბისი“ GITI-ს რიგით მე-12 კონფერენციის მხარდამჭერია. ამის შესახებ ინფორმაციას “თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 წლიანი პაუზის შემდეგ „თიბისის“ მხარდაჭერით, რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია ბრუნდება.

„საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ღონისძიება - GITI 2008 წლიდან ტარდება და 1-2 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. წლევანდელი GITI ისეთი საკითხების განხილვას დაეთმობა, როგორებიცაა: ელექტრონული მმართველობა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, IT ინოვაციები და განათლება, ფინტექი, ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება, მონაცემთა მართვა და სხვა.

GITI კონფერენცია უკვე მეთორმეტედ ტარდება და მისი მიმდინარეობისას ასევე ჩატარდება კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოვება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

GITI კონფერენცია ICT და IT ინოვაციების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ტრადიციულად 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. გასულ კონფერენციებში მონაწილეობდნენ მოქმედი და ყოფილი მინისტრები, უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელები, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ინსტიტუტების უმაღლესი დონის მენეჯერები, ICT დარგის პროფესიონალი ექსპერტები, ბიზნესმენები და სხვა გამორჩეული სტუმრები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „თიბისის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი, ბიძინა მაცაბერიძე განმარტავს, „თიბისის მიზანია“ იყოს რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია.

„ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ავითარებენ და ზრდიან ცნობიერებას ციფრული ტრანსფორმაციის, GovTech, FinTech, ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ. ციფრული და ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას გვაძლევს, საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ მომხმარებელს და ამავდროულად გავაძლიეროთ თიბისის პოზიციები ტექნოლოგიური მიმართულებით,“- აცხადებს ბიძინა მაცაბერიძე.

მათივე ცნობით, კონფერენციის ორგანიზატორია ICT ბიზნეს საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ციფრული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: Microsoft, Orient Logic, Greennet, Identomat, UK Aid, UNDP, Giz და სხვა საერთაშორისო კომპანიები.

კონფერენციის დეტალებისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს- GITI2022 (ictbc.ge)

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
სრულიად ახალი Toyota Corolla Cross
„ფარმადეპო“ მომხმარებლებს მედიკამენტებზე გარანტირებულად ყველაზე ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს
საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაცია
საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე