სოციალურ საკითხებზე პანელური დისკუსიები გრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მხარდაჭერით, პანელური დისკუსიების სერიას აგრძელებს.

იურიდიული დამხმარების სამსახურის ინფორმაციით, 15 ნოემბერს გაიმართა დისკუსია თემაზე " სოციალური სამართლის გამოწვევები ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში".

დისკუსიის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ირინა სეფერთელაძემ.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუს) ვიცე-რექტორმა სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ანა ფირცხალაიშვილმა ისაუბრა სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე ხელისუფლების დანაწილების კონტექსტში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, პროფესორმა პაატა ტურავამ წარმოადგინა მოხსენება სოციალური დახმარების ქართული მოდელის შესახებ; საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მთავარი მკვლევარი ნატო ნიაური შეეხო მინიმალური ხელფასსა და უსახლკარობის პრობლემას საქართველოში.

პანლურ დისკუსიაში უშუალოდ ჩართული იყვნენ პრაქტიკოსი ადვოკატები: მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა წარადგინა საკითხი: ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მხარდამჭერის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი რეგულაცია და სასამართლო პრაქტიკა; ხოლო თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივმა დვოკატმა აკაკი ლომსაძემ გაამახვილა ყურადღება საარსებო შემწეობის დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების შესახებ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში.

თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, დისკუსიის ფარგლებში დაისვა უამრავი შეკითხვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა