ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველ ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეკრებილებს ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა, რომელმაც განსაკუთრებულად საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიციული ტოლერანტული გარემო აღნიშნა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტოს მიერ დამკვიდრებული ტრადიცია - ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ერთ-ერთი რელიგიური თემის მიერ, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას ხელს უწყობს.

„რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის დღე საქართველოში ამგვარი ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების პირველი მასპინძელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, 2017 წელს - ქართველ ებრაელთა თემი, 2018 წელს - ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაცია, 2019 წელს - საქართველოს მუსლიმთა თემი, 2020 წელს - საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირი, 2021 წელს კი საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს